დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა მამა გიორგი მამალაძე ე.წ. „მატროსოვის ციხეში“ მოინახულა

28 თებერვალი 2017, 20:00 908 ნახვა

საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს. როგორც დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. „მატროსოვის ციხის“ დატოვების შემდეგ განუცხადა, მამა გიორგისთვის ოჯახის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და სანამ აღნიშნული არ იქნება უზრუნველყოფილი, დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.  მისივე განმარტებით, დაკავებული დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასულიერო პირებისგან თანადგომასა და ლოცვებში მოხსენიებას ითხოვს.
   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი