დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და, დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლო მას კვლავ უკან დააბრუნებს.
„გავასაჩივრებთ, მივმართავთ სახალხო დამცველს, პრეზიდენტს. ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის, ოცდაათი დეპუტატის ხელმოწერასაც შევაგროვებთ, რომ კვლავ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ კანონმა არ იხილოს დღის სინათლე“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.