აჭარის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში დღეს დასრულდება

28 თებერვალი 2017, 20:00 792 ნახვა

აჭარის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში დღეს დასრულდება. დელეგაციის წევრები  დღეს აქტაუში რეგიონსა და აქტაუს შორის თანამრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, დაგეგმილია შეხვედრები პორტში. ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ყაზახეთის პრემიერ მინისტრსა და  აკიმს უკვე  შეხვდა, აუდიენციები შედგა ბიზნეს-წრეების, მათ შორის, ნავთობისა და გაზის კომპანიების წარმომადგენლებთან, გაიმართა სიანვესტიციო ფორუმი. ვიზიტის ფარგლებში,  ბათუმი-ასტანას მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების დანიშვნის საკითხიც განიხილეს. დაიგეგმა ბიზნესმენთა ვიზიტი საქართველოში.  დაინტერესებული ინვესტორთა ჯგუფი აჭარაში უახლოეს პერიოდში ჩამოვა.

ამავე კატეგორიაში