აჭარის დასაქმების სააგენტოს, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და სასტუმრო “კასტელო მარეს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კოლეჯის სტუდენტები სასტუმროში 3-თვიან სასწავლო კურსს გაივლიან და, ტესტირების გაბლის შემთხვევაში, დასაქმდებიან. სასტუმროს მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტურისტული სეზონისთვის კონკურსი 200 ვაკანსიაზე გამოცხადდება.