„ჩემი ფოტო ძველ ბათუმში - ისტორიული უბნის დასაცავად“

27 თებერვალი 2017, 20:00 948 ნახვა

„ჩემი ფოტო ძველ ბათუმში - ისტორიული უბნის დასაცავად“, - ასე ჰქვია აქციას, რომელიც დღეს, 17-დან 19 საათამდე, ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება. 
  ფოტოგრაფები, ისტორიული უბნის სხვადასხვა ლოკაციაზე, ფოტოებს გადაგიღებენ, რომელიც შემდეგ  „დაიცავი ძველი ბულვარის“ facebook-გვერდზე განთავსდება. პარალელურად, აქციის ორგანიზატორები გთავაზობთ, რომ  თქვენი ოჯახის წევრის ან მეგობრის ფოტო დააშეაროთ ჰეშთეგით - #ნუანგრევ, #დაიცავიძველიბათუმი,  #ჩემიფოტოძველბათუმში,  ასევე, მსგავსი ფოტოს გადასაღებად გამოიწვიოთ თქვენი მეგობრები. 
   ფოტო-აქციაზე "დაიცავი ძველი ბათუმი" სასურველია მიხვიდეთ ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მეუღლეებთან,  შვილებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ამავე კატეგორიაში