კონკურსი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

27 თებერვალი 2017, 20:00 1070 ნახვა

 ამ წუთებში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კონკურსი მიმდინარეობს. 12 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსანტებს არჩევენ. დღეს ისინი ტესტირებას გადიან. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უწყებაში განცხადება  სულ 469 აპლიკანტმა შეიტანა, მათგან საკონკურსო პირობები მხოლოდ 169 კონკურსანტმა დააკმაყოფილა. ავთანდილ მესხიძის განცხადებით, კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება და საბოლოო პასუხები 12 მარტს გახდება ცნობილი. 
   სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვაკანსიები განყოფილებების, დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსებზე, ასევე, მთავარი სპეციალისტების პოიზიციებზეა გამოცხადებული. საკონკურსო კომისია უმაღლესი საბჭოს, აჭარის მთვარობის, პროფკავშირებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითაა დაკომპოლექტებული. 
თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი