ზურაბ პატარაძის ვიზიტი ყაზახეთში

26 თებერვალი 2017, 20:00 874 ნახვა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ  ბაკიჯან საგინტაევს შეხვდა.  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. საუბარი  ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით შეეხო.
  ზურაბ პატარაძემ პრემიერ მინისტრს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.
   „განვიხილეთ ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი და ჩარტერული ავიაფრენების გაზრდა, ბათუმის ტურისტულ გამოფენა „ექსპო 2017“-ში ყაზახური ტურისტული კომპანიების უფრო აქტიური ჩართულობა  და სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელების პერსპექტივები“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
    დღეს ასტანაში საინვესტიციო ფორუმი „Visit Ajara - I Invest Ajara” გაიმართება, სადაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები პრეზენტაციებით წარდგებიან.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი