თამბაქო - ახალი რეგულაციები

20 თებერვალი 2017, 20:00 1093 ნახვა

თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზედახლსა და თაროებზე შესაძლოა აიკრძალოს, - აღნიშნულს ითვალისწინებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. ზუსტდება და ფართოვდება თამბაქოს მოხმარების დემონსტრირების რეგულაცია, კერძოდ, იკრძალება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი