პაოლო ჯენტილონი საქართველოში

06 ნოემბერი 2016, 20:00 849 ნახვა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. პაოლო ჯენტილონი ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძეს უკვე ესაუბრა. ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა. „რუსეთი ევროკავშირის ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი მეზობელია. „ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ნატო-სთვის ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, სწორად და კორექტულად ვაწარმოოთ მოლაპარაკებები რუსეთთან“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეტა მინისტრმა. 
ვიზიტის ფარგლებში, პაოლო ჯენტილონი, ასევე, იუსტიციის სახლს ეწვევა და სახელმწიფო სერვისების სფეროში გატარებულ რეფრმებს გაეცნობა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივს მიაგებს. ვიზიტისას განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს მოეწერება ხელი.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს გუშინ ეწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი