 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, უსკოში ვარაუდობენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტურიც 30 ოქტომბერს ჩატარდება. უმაღლესი საბჭოს არჩევნები 6-ივე მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, პარლამენტის არჩევნების ნაწილში კი კანდიდატები მხოლოდ 5 ოლქში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, რადგან ხულოს 73-ე ოლქის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ არჩევნების პირველი ტური მოიგო. ხულოს ოლქის ამომრჩევლებს მხოლოდ ერთი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევი ბიულეტენები დაურიგდებათ, დანარჩენ ხუთ ოლქში კი ორ-ორი, - პარალმენტისა და უმაღლესის საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            