პირველადი საბოლოო მონაცემებით აჭარის უმაღლესი საბჭო ოთხპარტიული იქნება. შედეგები ასე გადანაწილდა - 44,91 პროცენტი “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, 29,63 პროცენტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 6,08 პროცენტი “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” 5,71 პროცენტი “დავით თარხან მოურავი - ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”. ეს ის პარტიებია, რომლებიც უმაღლეს საბჭოში მოხვდნენ.