უსკო-ს ბოლო მონაცემები

08 ოქტომბერი 2016, 20:00 897 ნახვა
აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, შესაძლოა, უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს. როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ვერცერთი საარჩევნო სუბიექტის კანდიდატმა 50 %-იანი ზღვარი ვერ გადალახა. მაჟორიტარულ ოლქებში წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართელოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ. 68-ე ოლქში ვახტანგ წულაძე 40,32%, ელგუჯა ბაგრატიონი 33,77%, 69 ოლქი ილია ვერძაძე 45,76%, ნინო ჯინჭარაძე 21,49%, 70-ე ოლქი ნუგზარ სურმანიძე 45,72%, გია აბულაძე 28,61%, 71-ე ოლქში გიორგი რომანაძე 43,38%, მამული სურმანიძე 26,2%, 72 ოლქში მერაბ კარანაძე 36,5%, ქენან კახიძე 28,53 %, 73-ე ოლქში ხვიჩა შარაშენიძე 43,27, ხოლო ნუგზარ ამაღლობელი 26,43%.
348 უბნიდან დათვლილია 220 უბნის შედეგები. პროპორციული წესითაც კვლავ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს, რომელსაც შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოსდევს.
მეორე ტურის დასანიშნად, კანონმდებლობით 25-დღიანი ვადაა განსაზღვრული. მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად უკიდურესი ვადა 2 ნოემბრით განისაზღვრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი