ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების 66,1 % აქვს დათვლილი

08 ოქტომბერი 2016, 20:00 768 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 702 უბნიდან ამ დროისთვის 2 442 უბნის შედეგები აქვს დათვლილი, რაც ხმების 66,1 %-ს შეადგენს. მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 49,75 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 26,72 % მიიღო.
   ამ დროის მონაცემებით, 4,9 %-იანი მხარდაჭერა აქვს „პატრიოტთა ალიანსს“. ხმების 4,18 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა“, 3,06 %  „ლეიბორისტულმა პარტიამ“, 1,49 % კი „რესპუბლიკელებმა“ მიიღეს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი