TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგები

07 ოქტომბერი 2016, 20:00 966 ნახვა

TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ირაკლი ოქრუაშვილმა ამომრჩეველთა 41%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო ირაკლი ალასანიამ - 13, 7%.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ გორის 41-ე ოლქში სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

   ”ქართული ოცნების” კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთა - 39,8%-ის მხარდაჭერა მიიღო, ირაკლი ოქრუაშვილმა - 16,1 %-ის, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ალექსი გოგლიძემ - 14,4 %, ხოლო ”თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ირაკლი ალასანია 13, 7%.

  TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.

   სეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა.

   8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში - 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა.

  ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი