''ქართულ ოცნებაში'' არჩევნების მიმდინარეობა 12 საათის მონაცემებით შეაფასეს

07 ოქტომბერი 2016, 20:00 824 ნახვა

„ქართულ ოცნებაში“, არჩევნების მიმდინარეობა, 12 საათის მონაცემებით შეაფასეს. როგორც შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის უბნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ​

„ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უპასუხა. ირაკლი ჭეიშვილი უარყოფს პარტიის წევრების ბრალდებებს და აცხადებს, რომ პროვოკაციები, პირიქით, მათი მხრიდან შეინიშნებოდა. იგი ასევე, ე.წ „კარუსელის“ არსებობასაც გამორიცხავს. 

ამავე კატეგორიაში