საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა

07 ოქტომბერი 2016, 20:00 986 ნახვა

ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 08:00 საათიდან გაიხსნა, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

   მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს.

საღამოს 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, დღეს, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო - საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

  დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მიაწოდებს მედიას ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი