შსს-ს ყველა თანამშრომელი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს

07 ოქტომბერი 2016, 20:00 968 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე, - ამის შესახებ  მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნული რეჟიმი ხელს არ უშლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებაში.

   სამინისტროს განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის წინაპირობები გათვალისწინებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც დადგენილია მინისტრის უფლებამოსილება, განსაკუთრებულ შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით გამოაცხადოს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი.

   „სამინისტროს ყველა თანამშრომელი თავისუფალია თავის არჩევანში და ვინც რა უნდა თქვას, პოლიცია დღეისთვის არის დეპოლიტიზებული და ჩვენ ამ სტანდარტს ძალიან ვუფრთხილდებით“, - განაცხადა  მინისტრის მოადგილემ

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი