ხვალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებია

06 ოქტომბერი 2016, 20:00 969 ნახვა

ხვალ, 8 ოქტომბერს, საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებია. საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე სულ 73 საარჩევნო ოლქი და 3 634 საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა სრული რაოდენობა კი 3 მილიონ 513 ათას 884-ს შეადგენს.
ქვეყნის მასშტაბით 11 სპეციალური უბანია შექმნილი, მათ შორის, 10 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ხოლო 1 სამკურნალო დაწესებულებაში.
აჭარაში მხოლოდ 1 სპეციალური უბანია ბათუმის #79 ოლქში, ეს არის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულება.
საქართველოს პარლამენტში მოსახლეობა 150 დეპუტატს ირჩევს, მათგან 73-ს მაჟორიტარული და 77-ს პროპორციული სიით. მაჟორიტარი კანდიდატობის 73 მანდატისთვის 816 მაჟორიტარობის კანდიდატი იბრძვის.
საპარლამენტო არჩევნებში 25 პარტია მონაწილეობს. პარტიული სიებით, 77 პროპორციული მანდატისთვის 3 524 კანდიდატი იბრძოლებს.
ყველაზე ბევრი კანდიდატი პარტიულ სიაში ჰყავს „ირაკლი ალასანია ‐ თავისუფალი დემოკრატებ”-ს - 200 სიითი წევრი, ხოლო ყველაზე ცოტა, „პროგრესულ‐დემოკრატიულ მოძრაობას“ – 100.
საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციებად რეგისტრირებულია 145 ორგანიზაცია, მათგან 91 ადგილობრივი, ხოლო 54 საერთაშორისო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი