ბათუმი შემოდგომის ფესტივალს ''განდაგანა'' უმასპინძლებს

06 ოქტომბერი 2016, 20:00 996 ნახვა

ბათუმი შემოდგომის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება, რეგიონის სხვადასხვა სოფლის ტრადიციული სამზარეულო, სოფლის ნობათი, სუვენირები და რეწვის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ღია ცის ქვეშ, ეკო, ღვინის და სოფლად ტურიზმის თემატური კუთხეები მოეწყობა. თინათინ ზოიძის ინფორმაციით, დამთვალიერებლებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი ნებისმიერი ნაწარმის დაგემოვნებისა და შეძენის საშუალება ექნებათ. ფესტივალი 29 ოქტომბერს, 15 საათზე გაიხსნება და გვიან ღამემდე გასტანს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი