''ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის'' მონიტორიგის ჯგუფი წინასაარჩევნო კვლევა

05 ოქტომბერი 2016, 20:00 818 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორიგის ჯგუფი წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მუშაობის შესახებ კვლევას აქვეყნებს. ბოლო კვლევის თანახმად, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ზოგადი ტენდენცია მედია გაშუქების მიმართულეიბით დადებითია. გაუმჯობესებულია საზოგადოებრივი მაუწუყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მუშაობაც. 
ანგარიშში წერია, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქარტიის პრინციპების და ბალანსის დარღვევას. იყო პოლიტიკური პარტიების მხრიდან ქსენოფობიური განცხადებების შემთხვევებიც. 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი მონიტორიგის ჯგუფი 31 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით 40ზე მეტ მედიასაშუალებას აკვირდებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი