ბათუმში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის აშენდება

03 ოქტომბერი 2016, 20:00 772 ნახვა

დღეს ბათუმში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ახალი დაწესებულება სხვადასხვა სახეობაში დაკავებულ სპორტსმენებს მოემსახურება. ადგილზე ორი, - მცირე და დიდი ზომის დარბაზები განთავსდება. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოში სამი მულტიფუნქციური სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. დღეს შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა და აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად, მოათავსეს.

სპორტული ობიექტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.

თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი