საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩამოვა

03 ოქტომბერი 2016, 20:00 753 ნახვა

   ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია  ჩამოვა.  დელეგაცია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება.

    საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ, დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გაემგზავრებიან და, საარჩევნო გარემოს შესაფასებლად, ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესებს დააკვირდებიან. 

ამავე კატეგორიაში