წელს რეგიონში ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50 ათასი ტონაა

03 ოქტომბერი 2016, 20:00 774 ნახვა

    ციტრუსის კრეფის სეზონთან დაკავშირებით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები უკრაინის, ბელარუსის, ლიტვის, ესტონეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ, დღეს კი ვიზიტის შედეგები მედიას გააცნეს. სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძის თქმით, ოქტომბრის  ბოლოს აღნიშნული ქვეყნებიდან ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მოიწვევენ. ისინი რეგიონში არსებული ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოებში არსებულ ვითარებას გაეცნობიან.   საპროგნოზო მონაცემებით, წელს რეგიონში ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი 50 ათასი ტონაა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი