შალვა რამიშვილი და ბესო კალაძე GFK-ს კვლევის შედეგებზე

02 ოქტომბერი 2016, 20:00 1168 ნახვა

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი და ”თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრი ბესო კალაძე ”ნაციონალურ მოძრაობას”, ”რუსთავი 2-სა” და GFK-ს 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების გაყალბებაში ადაშანაულებენ.

   როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა რამიშვილმა განაცხადა, ბესო კალაძეს კვლევის გამოქვეყნებამდე ჰქონდა მისი რეალური შედეგებიც და ასევე ის ”გაყალბებული” შედეგებიც, რომელიც ”რუსთავი 2-მა” გამოაქვეყნა.

   ”კვლევა არის გაყალბებული რამდენიმე პარტიასთან მიმართებაში”, - განაცხადა რამიშვილმა და აღნიშნა, რომ   ”ნაციონალურ მოძრაობას” შედეგები მომატებული აქვს.  თავად ბესო კალაძის თქმით, ის ვერ დაასახელებს წყაროს, ვისგანაც ეს მონაცემები აქვს.

    კვლევის გამოქვეყნებამდე კალაძეს ამ მონაცემების გასაჯაროებისგან თავის შეკავება რამიშვილმა ურჩია. მან   მონაცემები ნოტარიუსთან შეინახა, რომელთა გასახსნელად კალაძე და რამიშვილი ჟურნალისტებთან ერთად წავიდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი