ქობულეთის სავაჭრო ცენტრში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იმყოფებოდა. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოვაჭრეებს შეხვდა და პრობლემებს მათგან გაეცნო.
"რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვარ, თქვენთან ერთად 24-საათიან რეჟიმში ვიმუშაო პრობლემების აღმოსაფხვრელად", განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.