თამაზ ბაკურიძე ნაციონალურ მოძრაობას სიცრუეში ადანაშაულებს

22 სექტემბერი 2016, 20:00 712 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სიცრუეში ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი სოციალურად დაუცველ და ეკომიგრანტ ოჯახებს, მხარდაჭერის სანაცვლოდ, ბინებით უზრუნველყოფის ხელშეკრულებებს უფორმებს. თამაზ ბაკურიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, პარტიას მხარი არ დაუჭირონ. 
„ნაკლებად საინტერესეოა, რას ფიქრობს თამაზ ბაკურიძე“,- ასე გამოეხმაურნენ პარტიაში უფლებადამცველის განცხადებას. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ სხვადასხვა სოციალურ პროექტს პარტია მმართველობის დროსაც ახორციელებდა და ეს საზოგადოებისთვის ახალი არ არის.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი