რეაბილიტირებული სკოლა და ახალი ბაგა-ბაღი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, მალე წყალსადენის პროექტიც დასრულდება, რომელიც სამ სოფელს მოემსახურება.
მთავრობის თავმჯდომარე, მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სოფელ ფურტიოს მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მათ სოფელში არსებული პრობლემები გააცნეს. მოსახლეობა ძირითადად გაზიფიკაციისა და უმუშევრობის პრობლემებზე საუბრობენ.