პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო სიების გენდერული ანალიზის პირველადი შედეგები

11 სექტემბერი 2016, 20:00 915 ნახვა

„თუ დღეს საქართველოს პარლამენტში ქალების მხოლოდ 12 პროცენტია წარმოდგენილი, 2016 წელს მათი რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს“, - განცხადება დღეს ქალთა სამუშაო ჯგუფის (Task force) წევრმა გააკეთა. ჯგუფმა დღეს საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო სიების გენდერული ანალიზის პირველადი შედეგები გააცნო. სამუშაო ჯგუფმა გენდერულ ჭრილში შვიდი საარჩევნო სუბიექტი განიხილა „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკელები“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ბაია პატარაიას ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიებში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია. მისივე თქმით, ქალები პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში 30 პროცენტით მხოლოდ „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ ჰყავთ წარმოდგენილი. პატარაია მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიებში განსხვავებული სქესის წარდგენა საკანონმდებლო წესით უნდა ევალებოდეთ.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში