აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა

08 სექტემბერი 2016, 20:00 1062 ნახვა

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. ლადო მგალობლიშვილმა განცხადებით მთავრობის მეთაურს დღეს მიმართა, უწყებაში მისი მუშაობა შეაჯამა და ყველაზე წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორისა სკოლების მშენებლობისა და რეკონსტრუქციების პროცესზე. ლადო მგალობლიშვილი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე საარჩევნო მარათონში ერთვება, იგი „ქართული ოცნების“ სიის მეექვსე ნომერია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი