უსკოში საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ

05 სექტემბერი 2016, 20:00 832 ნახვა

ამ წუთებში უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ.
რიგითი ნომრის მინიჭების წესი უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გუშინ განსაზღვრა.
რაც შეეხება პოლიტიკურ გაერთიანებებს „ემსახურე საქართველოს“ და „კახა კუკავა-თავისუფალი საქართველოს“, - ისინი საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ბლოკებად არიან გაერთიანებულნი, თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობენ. ამიტომ მათ კომისია ნომრებს წილისყრით მიანიჭებს. დღესვე უსკო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს.
ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი