„გმირთა ხეივანში“ ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა

04 სექტემბერი 2016, 20:00 950 ნახვა

„გმირთა ხეივანში“ ჟიული შარტავას მემორიალი გაიხსნა. საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიას ეკუთვნის. „ხეივანში ჟიული შარტავას ბიუსტის განსათავსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 62 ათას 500 ლარი დაიხარჯა“, - აცხადებს მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროს ლამზირა ბოლქვაძე

ოფიციალურ ცერემონიას, ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად, რეგიონის მთავრობის წამომადგენლებიც ესწრებოდნენ. ,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქალაქში, ჩვენი დროის გმირის, ჟიული შარტავას მემორიალის გახსნა. ეს ის ადმიანია, რომელიც ბოლო წუთებამდე იდგა ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე და თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას“,-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა და თავდაცვის საბჭოების თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული მაინიჭეს.

თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი