სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ

12 აგვისტო 2016, 00:00 3049 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მომზადებული საჩივარი გაიგზავნება. დოკუმენტი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშად დარღვევის საკითხებს ეხება. საუბარია 2008 წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებულ მცოცავი ოკუპაციით დარღვეულ საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებაზე. ჯერჯერობით 11 მომჩივანია, თუმცა სარჩელის მოგების შემთხვევაში დადებითი შედეგით სარგებლობა ყველა იმ მოქალაქეს შეეძლება, რომელთა უფლებებიც რუსეთის საოკუპაციო ჯარების და რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაირღვა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში