საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება

04 სექტემბერი 2016, 20:00 827 ნახვა

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, სკოლამდელი აღზრდის 30 მუნიციპალური დაწესებულებებიდან, 20 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღები ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. ახალი სასწავლო წლისთვის, ასევე, მე-5 საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც 105 აღსაზრდელს მიიღებს. 
2 სექტემებრს თანამშრომლების გადამზადების პროცესი დაიწყო, რომელიც დეკემბრის ბოლოს დასრულდება. 
უახლოეს პერიოდში ბაღების გაერთიანება 2 ათას 547 თავისუფალ ადგილზე რეგისტაციას გამოაცხადებს.

ამავე კატეგორიაში