მემედ აბაშიძის გამზირი ''ბათუმობის'' დღესასწაულთან დაკავშირებით გადაიკეტა

01 სექტემბერი 2016, 20:00 1024 ნახვა

დღეიდან მემედ აბაშიძის გამზირი, „ბათუმობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, გადაიკეტა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში დღესასწაულისთვის მზადება დილიდან დაიწყო. მემედ აბაშიძის გამზირზე ფერადი ქოლგები უკვე დაკიდეს, „ანბანის კოშკის“ მიმდებარედ კი სცენა განთავსდა. დღეს საღამოს „ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში“ მომღერლები გენერალურ რეპეტიციას გაივლიან. როგორც ბათუმის მერის მოადგილე ამბობს, წლევანდელი პროგრამა, შარშანდელთან შედარებით, გაცილებით მრავალფეროვანი იქნება. ალექსანდრე მითაიშვილის ინფორმაციით, „ბათუმობა-2016“ მემედ აბაშიძის გამზირზე, 3 სექტემბერს, 11 საათზე საზეიმოდ გაიხსნება და მთელ ქალაქს მოიცავს. ორი დღის განმავლობაში ბათუმში სხვადასხვა აქტივობა, გამოფენა, კონცერტი და საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. საღამოს კი „ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი“ ქართველ მსახიობებსა და მომღერლებს „ბათუმურ შეხვედრებზე“ უმასპინძლებს. 4 სექტემბერს ბათუმობის სახალხო დღესასწაული „ანბანის კოშკთან“ გალა-კონცერტით დასრულდება.

თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში