მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ნატა იმედაიშვილი შეასრულებს

01 სექტემბერი 2016, 20:00 1247 ნახვა

2- ხმა ნატა იმადაიშვილს, 2 კი - ბეჟან გობაძეს: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 4-წევრიან მრჩეველთა საბჭოში თავმჯდომარის არჩევისას ხმები გაიყო. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები საბჭოს ყველა წევრისთვის წინასწარ იყო ცნობილი, კენჭისყრის პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნატა იმედაიშვილი დარწმუნებულია, რომ კონკურენტთან ყველა პრინციპულ საკითხზე თანამშრომლობას შეძლებს, რადგან მრჩველეთა საბჭო კოლეგიალური ორგანოა. იმედაიშვილი თავმჯდომარეობის კიდევ ერთი კანდიდატის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არ იღებს.

ის, რომ საჭირო საკითხებზე ინტერესები თანხვედრაში იქნება, ეჭვი არც მრჩველთა საბჭოს წევრ გიორგი ირემაძეს ეპარება. ის აცხადებს, რომ თავმჯდომარის არჩევა მხოლოდ ახალი წევრის დამატების შემდეგ მოხერხდება.

რაც შეეხება ბეჟან გობაძეს, ის ფიქრობს რომ ამიერიდან კიდევ უფრო პრინციპული იქნება და კოლეგების კრიტიკას აღარ მოერიდება. ბეჟან გობაძე დარწმუნებულია, რომ ნატა იმედაიშვილთან შედარებით, მრჩეველთა საბჭოს ის უფრო ეფექტურად უხელმძღვანელებდა .

მრჩეველთა საბჭოს კიდევ ერთ წევრი, ირაკლი დარცმელიძე კი დარწმუნებულია, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ხმა არა ნატა იმედაიშვილს, არამედ ბაეჟან გობაძეს მისცა.

მრჩეველთა საბჭოს წევრები ამბობენ, რომ საბჭოს ახალ წევრს 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ძალა წარადგენს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლთა ამჟამინდელ საბჭოს უფელბამოსილება, კანონდებლობის თანამხად, კიდევ 3 წელი აქვს.

ავტორი: ხათუნა შუშანიძე

ამავე კატეგორიაში