სახალხო დამცველი 26 აგვისტოს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

30 აგვისტო 2016, 20:00 943 ნახვა

სახალხო დამცველი 26 აგვისტოს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ, ქალებს სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვეს. 
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ ამოცანის განხორციელებას. 
უჩა ნანუაშვილი მიმართავს ქედის საკრებულოს დეპუტატ ბაქარ ბარამიძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური განცხადებებისგან; მოუწოდებს ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძეს, თავი შეიკავოს გენდერული სტერეოტიპების შემცველი განცხადებებისგან, აღმოფხვრას მსგავსი მოწოდებები საკრებულოს სხდომებზე და ხელი შეუწყოს თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას. 
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიმდინარე სხდომის დასრულებისთანავე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბაქარ ბარამიძემ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძეს უთხრა, „მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვსო“ და დარბაზიდან ქალების გასვლა მოითხოვა.

ამავე კატეგორიაში