გონიოში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ამ დრომდე ეძებენ ზღვაში დაკარგულ ორ სამხედრო მოსამსახურეს. ოპერაციაში ჩართულია საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, მცურავი საშუალება და ავიაცია. ამ დრომდე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რჩება თურქული ხომალდი, რომელიც სიღრმისეული ძებნის ოპერაციას ასრულებს. გონიოს სანაპიროზე იმყოფებიან დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრები და ახლობლები.