თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრები ბათუმში

23 აგვისტო 2016, 20:00 918 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებს შეხვდა. თურქეთის დელეგაციას თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობს. შეხვედრას თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, ასევე, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი ესწრებოდნენ.
DEIK-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო პარტნიორობაზე, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებსა და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე, საქართველოსა და თურქეთის ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მწუხარება გამოთქვა თურქეთში ბოლო დროს გახშირებული ტერაქტების გამო და თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის.

ამავე კატეგორიაში