პრემიერმა იტალიის მთავრობასა და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა

23 აგვისტო 2016, 20:00 945 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს დაავალა, „სასწრაფოდ დაამყაროს კომუნიკაცია იტალიასთან, რომ მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევის პროცესში საქართველომაც შეიტანოს მოკრძალებული წვლილი“. პრემიერ-მინისტრმა იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და, მსხვერპლის გამო, იტალიის მთავრობასა და იტალიელ ხალხს მიუსამძიმრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი