იტალიაში ქართველი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს

23 აგვისტო 2016, 20:00 934 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საგარეო უწყება იტალიაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებსაც აქვეყნებს. იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +39 333 887 91 23.
დიპლომატიური უწყება მწუხარებას გამოთქვამს იტალიის ცენტრალურ ნაწილში, პერუჯას მახლობლად მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, რასაც ამ დროის მონაცემებით, 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 100-მდე დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, იტალიის მთავრობასა და მოსახლეობას. იტალიაში საქართველოს საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებით განცხადებას გააკეთებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი