''ღამის სერენადები'' ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში ჩატარდება

22 აგვისტო 2016, 20:00 940 ნახვა

Check-in Georgia-ს ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ჩატარდება. დასკვნითი გალა-კონცერტი, თბილისის ოპერის თეატრში გაიმართება და ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. 
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, ასევე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა. ღონისძიების მთავარი პარტნიორები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმისა და თბილისის მერიები არიან . 
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, აფხაზეთში დაარსდა და 8 წლის განმავლობაში ბიჭვინთაში ტარდებოდა. 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ღონისძიება 2009 წელს აღდგა.

ამავე კატეგორიაში