7 სოფელში გაზიფიცირება ხელვაჩაურში

17 აგვისტო 2016, 20:00 1044 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში გაზიფიცირების პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით ხელვაჩაურში ორი ათას 247 კომლი ისარგებლებს. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ მომხმარებლებს, ბუნებრივი აირის მილების სახლში განსათავსებლად, საფასურის ეტაპობრივად გადახდას სთავაზობს. სოფლების განახლების, სამებისა და ზანაქიძეების გაზიფიცირების პროცესს დღეს აჭარის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე გაეცნო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა“ სამუშაოებს ქობულეთის რაიონის სოფლებშიც დაიწყებს.
ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში