არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიების რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა ხვალ იწურება

10 აგვისტო 2016, 20:00 931 ნახვა

   არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად  პარტიების რეგისტრაციისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა ხვალ იწურება. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭისყრის სურვილი ამ  დროისთვის  21 საარჩევნო სუბიექტს აქვს დაფიქსირებული.  13 უკვე რეგისტრირებულია, 8 კი  დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზეა. იმ შემთხვევაში თუ პარტია საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული არ არის,  უმაღლეს საარჩევნო კომისიში  მან  3 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარადგინოს. ასეთი ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პარტიაა, მას ვადა 19 აგვისტომდე აქვს.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი