მეწყრული პროცესების შესაჩერებლად შუახევის გამგეობაში წელს ახალი პროგრამა ამოქმედდა

07 აგვისტო 2016, 20:00 940 ნახვა

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, შუახევის გამგეობაში, წელს ახალი პროგრამა ამოქმედდა. პროექტი საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი გამოიყო. გამგეობაში მოქმედი ,,სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელი კომისიის" გადაწყვეტილებით, ფერდსამაგრი სამუშაოები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ 20 საცხოვრებელ სახლთან განხორციელდება. პროგრამის მიღმა დარჩენილი ოჯახების პრობლემის მოგვარებას გამგეობა სამომავლოდ გეგმავს.

ავტორი: მარინა ტარიელაძე

ამავე კატეგორიაში