გიორგი კვირიკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

07 აგვისტო 2016, 20:00 960 ნახვა

საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო.  კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული პოლიტიკა, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემორიგების პროცესს, რომელსაც, მისივე შეფასებით, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი