''აჭარის დღეები'' ლიტვაში

02 აგვისტო 2016, 20:00 1118 ნახვა

ლიტვამ „აჭარის დღეებს“ უმასპინძლა. კლაიპედას ზაფხულის ფესტივალზე ათასობით უცხოელ მაყურებელს ქართულ ფოლკლორს აჭარის სახელმწიფო ანსამბლი ორი დღის განმვლობაში აცნობდა. რეგიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, აჭარულ სამზარეულოს გაცნობოდნენ და ქართული ღვინო დაეგემოვნებინათ. „აჭარის დღეებს“ წამყვანი მედიასაშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ორგანიზებას ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უწევდა. უწყების ხელმძღვანელ მამუკა ბერძენიშვილის განცხადებით, რეგიონის არამატერიალური-კულტურული დღეები სამიზნე ქვეყნებში პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გაიმართება.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში