პეტრე ზამბაიძე: ''საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს''

02 აგვისტო 2016, 20:00 965 ნახვა

„საგზაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს“, - აცხადებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. პეტრე ზამბახიძის ინფორმაციით, მთავრობის აპარატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თანამდებობებზე, რევაზ მიქელაძის გარდა, ყველა თანამშრომელი დააბრუნეს. თავად მიქელაძე გათავისუფლებას 5 ივლისს, ხულოში ლევან ვარშალომიძესთან შეხვედრასა და მასთან გადაღებულ ფოტოს უკავშირებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს. მისი თქმით, პატარაძის დანიშვნის შემდეგ, დეპარტამენტის საქმიანობა დეტალურად შეისწავლეს და ახალი მოადგილის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს.

საკითხზე კომენტარი დღეს მთავრობის თამჯდომარემ გააკეთა. ზურაბ პატარაძე რევაზ მიქელაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ საკადრო ცვლილება ეფექტური მენეჯმენტის გათვალისწინებით მიიღეს.

ამავე კატეგორიაში