რეგიონის პირველი პირი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა

02 აგვისტო 2016, 20:00 886 ნახვა

ამ წუთებში რეგიონის პირველი პირი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და მოსახლეობას ხვდება. ზურაბ პატარაძემ სოფელ ზენითში საბავშვო ბაღი დაათვალიერა, შემდეგ კი ის მრავალბინიანი სახლების გადახურვის პროექტს გაეცნო. დღესვე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აგროსერვის ცენტრს მოინახულებს, ადრეული ყურძნის კრეფის პროცესში ჩაერთვება და ღვინის სახლსაც დაათვალიერებს. 
მოგვიანებით ზურაბ პატარაძე ქობულეთში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე ეზოებში, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნობა და ქალაქის მოსახლეობას შეხვდება.

ლაშა ველიაძე

ამავე კატეგორიაში