ცვლილებები მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში

25 ივლისი 2016, 20:00 826 ნახვა

2017 წელს, მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკულ ნაწილში ცვლილებები განხორციელდება და არსებულ გამოცდას რამდენიმე კომპონენტი დაემატება. ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომლის თანახმადაც, მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდა უნდა დაიხვეწოს.
საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. შალვა ხუციშვილის განმარტებით, გამოცდის ქალაქის პირობებში გადმოტანის შემთხვევაში, გარკვეული ქუჩები შესაბამისი ინფრასტრუქტურით უნდა აღიჭურვოს, რაც „ძალიან ძვირი პროექტია“.
2017 წლის ბოლოსთვის, პრაქტიკული გამოცდა შეიცვლება. „მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი 
მნიშვნელოვნად გართულდება”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი