2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს 31-ე ოლიმპიურ თამაშებში აჭარიდან 6 სპორტსმენი იასპარეზებს

24 ივლისი 2016, 20:00 917 ნახვა

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს 31-ე ოლიმპიურ თამაშებში აჭარიდან ექვსი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიადის მონაწილეებს დღეს რეგიონის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ უმასპინძლა. საქართველოს სახელით სპორტის სხვადასხვა სახელით აჭარიდან შმაგი ბოლქვაძე, ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპუნაშვილი და ირაკლი თურმანიძე გამოვლენ. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან წელს სპორტსმენების უპრეცედენტო რაოდენობა, 39 მონაწილე იქნება წარმოდგენილი. ოლიმპიელები მოსამზადებლად დღეს დედაქალაქში გაემგზავრებიან.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში